LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტესლამ“ საბავშვო Cybertruck-ები გამოუშვა, ღირებულება ახალი iPhone-ის ფასია

48
teslacybertrack

კომპანია „ტესლამ“ საბავშვო ელექტრონული კვადროციკლი Cuberquad წარადგინა. სიახლის დიზაინი ძალიან ჰგავს ხმაურიანი პიკაპის Cybertruck-ის ვიზუალს.  ავტომობილი 8 წელს გადაცილებული ბავშვებისთვისაა განსაზღვრული და ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში გაიყიდება. სიახლის მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-ია და მისი ყიდვა მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე, 1900 დოლარადაა შესაძლებელი.

Cyberquad ელექტროძრავითაა აღჭურვილი და სურვილის შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარის 8 კმ/სთ-მდე შეზღუდვაცაა შესაძლებელი. ტექნიკური მონაცემების მიხედვით, ერთი დამუხტვით ელემენტს 24 კილომეტრის გავლა შეუძლია, სრულად დამუხტვას კი 5 საათი სჭირდება.

მომავალ მყიდველებს მოუწევთ, რომ ავტომობილი თავისი ხელით ააწყონ, არც თუ ისე მაღალი ფასიც სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g