LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

118
kjikjkijij

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს.

ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძე​მ განაცხადა.

პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

„არასრულწლოვანია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ, რომელსაც შევხვდი. გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ დრომდე ბრალი არ წარუდგენიათ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დააკავეს არასრულწლოვანი და უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დაკავებისთანავე ადვოკატი, დღეს მოხდა ჩართვა ჩემი მხრიდან, მასალები ჯერ არ გადმომცემია, განცხადებით მივმართე გამოძიებას. ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და იყენებს დუმილის უფლებას. უცნობია, სად დააკავეს. კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g