LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა – აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა

80
1

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენის ინფორმაციით, აკრძალვა ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

როგორც “ფორტუნას”უწყებაში განუცხადეს, გზის გაწმენდის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, რადგან ელოდებიან, როდის შეჩერდება ქვისცვენა.

“ველოდებით, როდის შეჩერდება ქვისცვენა და დავიწყებთ აქტიურ გაწმენდით სამუშაოებს. ჩამოსულია დიდი მოცულობით, ამიტომ ვინმე რომ არ დაზიანდეს, ველოდებით ლოდების ჩამოსვლას”, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პოპულარულები