LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გარდაცვლილი ორსული გოგონას დის, დიკა სალაყაიას მიმართვა: „რატომ დავიღუპე, არ ვიცი…“

1131
page

მწერალი დიკა სალაყაია დის, ბაკოს გარდაცვალებას გლოვობს. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ ერთთვიანი უწყვეტი ბრძოლა წაგებით დასრულდა. ბაკო გახლდათ ექვსი თვის ორსული, როდესაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყდა, ბავშვი გადარჩა, ხოლო ბაკოს სიცოცხლისთვის ლევან რატიანი იბრძოდა…

თბილისში კორონავირუსით ახალნამშობიარევი 37 წლის ქალი გარდაიცვალა – „ორსული ჩვენთან საკმაოდ დიდხანს, ერთი თვე მკურნალობდა“

დიკა სალაყაია წერს:

„დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე, არ ვიცი…

რატომ დავიღუპე, არც ეს ვიცი…

ერთთვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… დედაჩემის ვედრება და…

„დედაშენს უთხარი, მისი შვილი იცოცხლებსო” – ლევან რატიანის ეს სიტყვებიც…

არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?!

მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და.

ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ….

იქ, სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე….

ვერავის გპასუხობთ… მადლობა ყველას… მაგრამ არაფერი მესმის… არაფერიიიი

ჩემი ბაკო…. ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა…

უსასრულოდ…“

mazda magti 5g