ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემასთან დაკავშირებით, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ყოველ ჯერზე აფთიაქიდან და მაღაზიიდან შოკირებული გამოდის, რადგან ვერ ხვდება, რითი სულდგმულობს ამ ქვეყნის უმრავლესობა“.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია ამ ფასებით და მცირე ხელფასით/შემწეობით ვინმემ თავი ირჩინოს.
„უკვე ყველა ჯერზე შოკირებული გამოვდივარ აფთიაქიდან და მაღაზიიდან. მე ვერ ვხვდები, რითი სულდგმულობს ამ ქვეყნის უმრავლესობა. საერთოდ რაში ჰყოფნით ან პენსია, ან სოც.დახმარება, ან მასწავლებლის ხელფასი…
ძალიან ბევრი ხალხი შიმშილობს, წარმოუდგენელია ამ ფასებით და მცირე ხელფასით/შემწეობით ვინმემ თავი ირჩინოს.
ან ამას ასე წყნარად როგორ ვიტანთ, ან გარემოვაჭრეების დარბევის უფლებას როგორ ვაძლევთ ჩვენ ხარჯზე მილიონერებად ქცეულ ქოც-ელიტას, პირდაპირ ბიუჯეტის მხაპავებს და მხოლოდ კორუფციით გამდიდრებულებს?!
არც კი ვიცი, რა უნდა ვქნათ…“, – წერს ბაია პატარაია.
“დელისის” მეტროს მიმდებარედ, გარემოვაჭრე 50 ლარით დააჯარიმეს და პროდუქცია ჩამოართვეს
