LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული – ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?!“ – ბაია პატარაია ბათუმში მომხდარ დანაშაულზე

661
ბაია პატარაია ბათუმში მომხდარზე

გამოცემა „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც ჩანს, რო­გორ სცე­მა ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა 12 წლის მო­ზარდს, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

უფლებადამცველი ყურადღებას მშობლების როლზე ამახვილებს და წერს:

„მშობ­ლებს, რო­მელ­თა შვი­ლებს სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და ეს ნა­ძი­რა­ლა – პირ­ში წყა­ლი აქვთ ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი. მე არ მეს­მის, რა­ტომ არ უნდა და­იც­ვა სა­კუ­თა­რი შვი­ლი, რა­ტომ უნდა აცე­მი­ნო ვი­ღაც მა­მა­ძაღლს.

ვინ და­ი­ცავს ბავ­შვს, სა­კუ­თა­რი მშო­ბე­ლი თუ არ და­ი­ცავს?! ვის და რას აფა­რებთ ხელს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ხარ­ჯზე?!

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

გამოცემის ცნობით, მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მას იქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.

ცუდი მშობ­ლე­ბი ხართ! ცუდი მშობ­ლე­ბი ხართ ისი­ნი, ვინც ვი­ღაც „ნა­ბიჭ­ვარს“ იცავთ და სა­კუ­თარ შვი­ლებს – არა! მორღვე­უ­ლი გაქვთ მო­რა­ლიც და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც! ავა­დაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დეს იცავს და ბავ­შვს – არა!“- წერს ბაია პატარაია.

მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. მე არ მესმის, რატომ არ უნდა…

Posted by Baia Pataraia on Wednesday 9 October 2024
magti 5g