LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა არგენტინაში გამართულ ტანგოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

94

ლევან გომელაურმა, მეწყვილესთან, სესილია აკოსტასთან ერთად, არგენტინაში გამართულ ტანგოს კონკურსზე, მეორე ადგილი, მცირედი ფულადი ჯილდო და გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი მოიპოვა. ამის შესახებ თავად წერს სოცქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს. გთავაზობთ სტატუსს:

“გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი, ჩვენთვის ახალი გამოცდილება და მიღწეული წარმატება. პირველ რიგში, გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა ხულიოს, კორდობაში ჩვენი გაკვეთილების დაორგანიზებისთვის და ყველა ორგანიზატორს გამოჩენილი ყურადღებისა და მასპინძლობისთვის, ყველაზე განსაკუთრებულად კი დიდ სიყვარულს გამოვხატავთ ხულიოს ოჯახისადმი, რომელთაც მიგვიღეს დიდი სიხარულით და თავისი მზრუნველობა და სიყვარული, გამოიჩინეს უცხო ადამიანებისადმი, რითაც კიდევ ერთხელ დამარწმუნეს, არგენტინული მასპინძლობის განსაკუთრებულობასა და ურთიერთობის უშუალობაში ❤ ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ განგიცხადებთ, რომ კორდობაში, კერძოდ კი Villa de las Rosas (ვარდების ვილა) – ში გამართულ ტანგოს ჩემპიონატში 1er Campeonato de Tango del centro del pais 2018 ვიმონაწილევეთ და დავიკავეთ მეორე ადგილი 27 წყვილს შორის Tango Adultos menos 50 კატეგორიაში. დავიმსახურეთ თასი და მცირედი ფულადი პრემია, და რაც მთავარია, წარვადგინეთ ჩვენთვის ძვირფასი ტანგო საზოგადოებები საქართველოს და ტუკუმანის სახელით! გიზიარებთ ჩვენს სიხარულს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g