LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ის ღიმილი – „საჰარასა“ და „ცისფერი ლაგუნას“ ვარსკვლავი, 56 წლის ბრუკ შილდსი შესანიშნავ ფორმაშია

219
brukshilds

ამერიკელი მსახიობი ბრუკ შილდსი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება მედიასთან. ამჯერად ის ნიუ-იორკში, გადაცემის ჩაწერაზე გადაიღეს. 56 წლის მსახიობი საოცრად შეცვლილია, მაგრამ ძველი მომხიბვლელობა ნამდვილად შემორჩა. შილდსი თვლებით მორთულ როლინგში, შავ შარვალსა და თეთრ პიჯაკში იყო გამოწყობილი.

საინტერესოა, რომ „საჰარასა“ და „ცისფერი ლაგუნას“ ვარსკვლავის მონაწილეობით სულ მალე ეკრანებზე ახალი საშობაო, რომანტიკული ფილმი, „ციხესიმაგრე შობისთვის“ გამოდის, სადაც შილდსი ცნობილი მწერლის როლში გვევლინება.

„ციხესიმაგრე შობისთვის“ – ბრუკ შილდსი დიდ ეკრანს ახალი საშობაო რომანტიკული ფილმით უბრუნდება

ფოტო: ასე გამოიყურება „საჰარას“ ვარსკვლავი ბრუკ შილდსი 55 წლის ასაკში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები