LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში მიმავალი არალეგალი მიგრანტების რიცხვი ორჯერ შემცირდა

100

ევროკავშირში მიმავალი არალეგალი მიგრანტების რიცხვი ორჯერ შემცირდა, ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული სასაზღვრო სამსახური „ფრონტექსი“ ავრცელებს.

ფრონტექსის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ევროკავშირში ჩასული არალეგალი მიგრანტების რიცხვი განახევრებულია. სასაზღვრო სააგენტოში არალეგალების რიცხვის კლებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში „მიგრაციული დატვირთვის შემცირებას“ უკავშირებენ.

მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საზღვრების არალეგალური გადაკვეთის 60 430 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ივნისში პირველად, არალეგალური მიგრაციისთვის ყველაზე პოპულარული მარშრუტი ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი ნაწილი გახდა, რომლითაც მიგრანტები ესპანეთის სანაპირომდე მიდიან.

გასულ თვეს ამ მარშრუტით 6400-მა არალეგალმა მიგრანტმა ისარგებლა, 2018 წლის პირველ ნახევარში კი სულ 14700-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g