საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს მეფეების“ სერიის დავით აღმაშენებლის ოქროს საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს.
დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 13 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება. საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს გაეცანით ბმულზე.