LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავივიწყოთ ძველი ურთიერთობა და ცხოვრება მშვიდად გავაგრძელოთ – 8 რჩევა

349
break-up

იმ ურთიერთობის დავიწყება, როცა ფიქრობდით, რომ სწორედ იმ „ერთადერთს“ შეხვდით, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. ამ ურთიერთობის გადალახვა იქნება ყველაზე ძლიერი ნაბიჯი, რომელიც ცხოვრებაში გადაგიდგამთ. ცხოვრების გაგრძელება და იმის გააზრება, რომ ყველაფერს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, არის ძალიან დიდი გაკვეთილი.
ფსიქოლოგების რჩევით, არსებობს რამდენიმე ნაბიჯი რომელიც მტკივნეული წარსულის დავიწყებაში და ცხოვრების გაგრძელებაში დაგეხმარებათ.

1. მიიღე ის ფაქტი, რომ ურთიერთობა დასრულდა.
ეს ყველაზე რთული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაბიჯია, რომელიც ძველი ურთიერთობის დავიწყებაში დაგეხმარებათ. თუკი არ აღიარებთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერი დამთავრდა, რეალობას ვერასდროს მიიღებთ.

2. ტკივილთან შესაგუებლად იმდენი დრო გამოიყენე, რამდენიც საჭიროა
თქვენი უფლებაა, ისე განიცადოთ როგორც გსურთ. არ აიძულოთ თქვენი თავი, რომ დანაკარგს აჩქარებულ რეჟიმში შეეგუოს. თქვენს გრძნობებში გასარკვევად დრო ნამდვილად საჭიროა.

3. არ უთვალთვალო ინტერნეტით და შურისძიების გეგმები არ შეადგინო
შესაძლოა გული ისე გატკინეს, რომ გსურთ, ეს ტკივილი მეორე ადამიანმაც განიცადოს , ამ გადაწყვეტილებას მხარს ალბათ მეგობართა ნაწილიც დაუჭერს. არადა შურისძიების თამაშს გამარჯვებული არ ჰყავს. სხვისთვის ტკივილის მიყენების მცდელობა ფუჭად დაკარგული დროა. ასევე სასურველია, ყოფილს ინტერნეტით თუ რეალურ ცხოვრებაში თვალი არ ადევნოთ.

4. „უბრალო მეგობრებად“ ვერ დარჩებით
რომანტიკული ურთიერთობის დანგრევის შემდეგ პლატონური მეგობრობის დაწყება ძალიან ადრეა. არავის შეუძლია თავისი გრძნობებისა და ემოციების ასე მართვა. უეცრად წარმოქმნილი მეგობრობა ურთიერთობის დავიწყებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ.

5. არანაირი ინტიმური ურთიერთობა ყოფილთან
შესაძლოა ბევრისთვის ეს წარმოუდგენელიც იყოს, თუმცა არიან ადამიანები ვინც ამ სქემით ცხოვრობს. ვიღაც გშორდებათ, თქვენზე როგორც პარტნიორზე უარს ამბობს, თქვენ კი მასთან ინტიმურ კავშირს თანხმდებით. ეს უსამართლობაა და ცხოვრების გაგრძელებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ.

6. შეიყვარე ცხოვრება, ისევ
გაიხსენეთ მივიწყებული მეგობრები, ოჯახის წევრები თუ ჰობი. ენერგიები სხვა საქმიანობისკენ მიმართეთ. ბევრი ადამიანი მთელს რესურსს ურთიერთობებს ახმარს და სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.
მომავალი წლისთვის მიზნების სია ჩამოწერეთ და მათ შესრულებას შეუდექით.

7. არ იჩქარო ახალი ურთიერთობის დაწყება
ერთი ურთიერთობის მეორით ჩანაცვლება მთლად სწორი ნაბიჯი ვერ არის. ზოგი ფიქრობს, რომ ტკივილს, მარტოობის გრძნობას და დანაკარგს სხვა ადამიანი დაუამებს. უსამართლობაა, ყოფილის დასავიწყებლად სხვა, სრულიად უდანაშაულო ადამიანის გამოყენება.

8. წაშალე ფოტოები, გადაყარე საჩუქრები
ფოტოებისა თუ საჩუქრების შენახვა მის დავიწყებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც მის თავს გახსენებთ და ახალი ცხოვრების დაწყება ასე ბევრად უფრო მარტივი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები