LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თურქეთის მხარეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გახშირებულია” – მძღოლების პროტესტი სარფში

103

საპროტესტო აქცია გაიმართა  სარფში. მძღოლები, რომლებსაც ერთდღიანი ვიზიტით თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, აცხადებენ, რომ  თურქეთის მხარეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გახშირებულია. ასევე, საქართველოს სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს, არ ეძლევათ  საშუალება თურქეთის ტერიტორიაზე ტურისტები გადაიყვანონ. ჟანდარმერია მათ ავტომობილებს აჩერებს და აჯარიმებს.

პროტესტის ნიშნად  მძროლებმა სარფი ბათუმის ცენტრალური საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. თუმცა, პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. სამართალდამცველებსა და მძღოლებს შორის მოლაპარაკება შედგა.

ამ წუთებში მათთან შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g