LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი ამოიღო

136

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ქვემო ქართლის და იმერეთის რეგიონებში, მობილური ტელეფონებითა და მისი აქსესუარებით მოვაჭრე ორი მეწარმე სუბიექტი ჩინური წარმოების იაფფასიანი მობილური ტელეფონების ნიშანდებას NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით ახდენდა და მის რეალიზაციას ბრენდირებული ტექნიკის სახით ახორციელებდა.

ჯამში ამოღებულია NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 3 791 მობილური ტელეფონი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g