LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება – რა იცვლება კანონდამრღვევებისთვის?

89
1

“სამშენებლო კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, თბილისის საკრებულომ კი შესაბამისი წესი დაამტკიცა”, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აქამდე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კანონდამრღვევები აღსრულების პროცესს ხელოვნურად აბრკოლებდნენ:

“სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა.

კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს და მათი ჩართულობით, მიღებული იქნა. ასევე, საკრებულომაც დაამტკიცა შესაბამისი წესი”, – თქვა კალაძემ.

მერის თქმითვე, აღნიშნული კანონით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი:

“პირველ რიგში, გადაწყვეტილება საფოსტო გზავნილით გაიგზავნება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე.

ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ვერ ან არ ჩაიბარებს ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება განთავსდება, როგორც სამშენებლო ობიექტზე, ასევე ვებგვერდზე – www.decisions.tbilisi.gov.ge.

სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებიდან და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთვიდან მეშვიდე დღეს, გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ჩაითვლება გაცნობილად.

ამდენად, ახალი წესებით და მიდგომებით დაჩქარდება მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი”, – თქვა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები