LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში ავტოკატასტროფას თუ მომიწყობენ, თორემ ჩაის არ ვსვამ და პოლინიუმს ვერ მაყლაპებენ – ნანა გეგეჭკორს ანტივაქსერები ემუქრებიან

276
ნანა 3

ამერიკაში მომუშავე ქართველ ექიმს ნანა გეგეჭკორს ანტივაქსერები ემუქრებიან.

ამის შესახებ ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

„ანტივაქსერების ახალი სტრატეგია. პირადში მწერენ გაუთავებლად უშიშროებას არ სძინავს და გაგანადგურებთო ? არ ვიცი, როგორ წარმოუდგენიათ ეს განადგურება. ნიუ-იორკში ავტოკატასტროფას თუ მომიწყობენ, თორემ ჩაის არ ვსვამ და პოლინიუმს ვერ მაყლაპებენ. ან რატომ უნდა ხარჯონ ბიუჯეტის ფული ჩემზე ??‍♀️ რომელი მნიშვნელივანი ფიგურა მე ვარ.

იქნებ ამ სისულელეების წერაში რა ფულსაც უხდით ამ საცოდავებს, იმით საშობაოდ საჭმელი გეყიდათ მშიერი ბავშვებისთვის.
მართლა ვერ ხართ…

P.S. ჩემი ცხვირის სიგრძეს აპროტესტებენ კიდევ ორკესტრირებულად ? ასეთი სულელები როგორ ხართ მართლა ყველა ერთი და იგივე ტექსტს რომ იწერება. ფანტაზიის უფლება მაინც მიეცით… იქნებ მათი გემოვნება არ ემთხვევა მესიჯის ავტორისას და თვალები არ მოსწონს სხვას…“, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g