LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად რჩება: სახელმწიფო დეპარტამენტი

95
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ძლიერ პარტნიორად რჩება.

დოკუმენტში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება წერია, რომ  საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება.

მათივე ცნობით, საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონები და სასაზღვრო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გააძლიერა.

„2020 წელს საქართველომ განაგრძო აქტიური ჩართულობა ტერორიზმთან ბრძოლის მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში. კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, საქართველომ აშშ-თან ორმხრივი კონტრტერორისტული წვრთნების შეზღუდულ რაოდენობაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უსაფრთხოების სფეროში შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად დარჩა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ის უწყებაა, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებსა და გამოძიებაზე. 2020 წელს საქართველომ ერთი მოქალაქე გაასამართლა ტერორიზმის ბრალდებით, რაც საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონები და სასაზღვრო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გააძლიერა.

საქართველო აქტიურად ჩართულია კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. 2020 წელს საქართველომ გააფართოვა პარტნიორობა. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ეუთოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, ინტერპოლთან და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციასთან. იანვარში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფრანგეთთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. მაისში, საქართველო და ევროკავშირი აღმასრულებელ მექანიზმზე შეთანხმდნენ, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივი დაცვის პროცესს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g