Reuters -ის ცნობით, აშშ-მა ვიზებზე განაცხადების მიღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიზნით იწყება პერსონალის გადამზადება აშშ-ს საელჩოებსა და საკონსულოებში, რის გამოც სავიზო განაცხადების მიღების გრაფიკი ამ ღონისძიებების გათვალისწინებით გაიწერება.
მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტში არ აზუსტებენ ტრენინგების ვადებსა და დეტალებს. დეპარტამენტის ცნობით, ეს პროცესი მიმართულია, რომ დაეხმაროს საკონსულოს თანამშრომლებს, გამოავლინონ ის აპლიკანტები, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლოა, გახდნენ აშშ-ის მთავრობის შეღავათებზე დამოკიდებული.
