LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზარმაზარი საფრთხე გლობალური ჯანდაცვისთვის – დიდი შვიდეულის გზავნილი “ომიკრონ” ვარიანტთან დაკავშირებით

88
G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ დღეს მსოფლიოს ჯანდაცვისთვის კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი უდიდესი გამოწვევაა და მიიჩნევენ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორიც არასდროს ყოფილა.

განცახდების თანახმად, ამჟამად, მსოფლიოს ჯანდაცვისთვის უდიდესი გამოწვევა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტია და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ღრმად შეშფოთებული მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს მოვლენები უნდა განიხილებოდეს, როგორც უდიდესი საფრთხე გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ახლა, მჭიდროდ თანამშრომლობა, მონიტორინგი და მონაცემების გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე”, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს დიაგნოსტიკის, ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გლობალურ ხელმისაწვდომობაზე, რათა ებრძოლონ მის გავრცელებას.

”მინისტრები ასევე შეთანხმდნენ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანიებისა და რეგულარული ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ ამერიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს

 

 

 

 

magti 5g