LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო მოგზაურობები “ომიკრონის” გავრცელებას გაზრდის: ენტონი ფაუჩი

87
1

შობის მოახლოებასთან ერთად, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” უფრო მეტად გავრცელებას ვარაუდობენ.

ამის შესახებ ისაუბრა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ და აღნიშნა, რომ საშობაო მოგზაურობები ამ შტამის გავრცელებას გაზრდის.

“ამაში ეჭვი არავის ეპარება, რომ “ომიკრონის” შტამს გავრცელების უჩვეულო შესაძლებლობა აქვს. ახალი ვარიანტი ახლა მთელს მსოფლიოში მძვინვარებს.” – აღნიშნა მან.

ექსპერტის განმარტებით, მნიშვნელოვანია განსხვავება ორჯერ ან სამჯერ ვაქცინირებულ დაინფიცირებულ პირებსა და იმ ინფიცირებულებს შორის, რომლებიც არ არიან აცრილები. ფაუჩი ამბობს, რომ აუცრელებში გაცილებით მაღალია მძიმე დაავადების განვითარების რისკი.

საშობაოდ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კოვიდრეგულაციებს კიდევ უფრო ამკაცრებს, რადგან ვირუსის მუტირებული ვარიანტი სწრაფად ვრცელდება.

საფრანგეთი და გერმანია ევროპის იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაამკაცრეს.

საშობაოდ ასევე ჩაკეტვის ზომებს იღებს ნიდერლანდებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები