რასაც მე ინფორმაციას მაძლევენ, იმ საკვებ ობიექტებში, სადაც ადამიანები შედიან, ყველა აღარ ითხოვს „მწვანე პასპორტს“. ამ მიმართულებით საჭიროა აღსრულების გამკაცრება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთა, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უმთავრესია იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია.
„ზოგი ითხოვს და ეს მეც გამოვცადე. ერთ-ორ ადგილას სპეციალურად შევედი და რამდენიმე ორგანიზაციაში მომთხოვეს, რაც კარგია, მაგრამ ზოგ ადგილას უკვე აღარ ითხოვენ და ყურადღება მოდუნდა.
სულ უფრო და უფრო მეტი შემოძახილი და გამკაცრება გვჭირდება, პირველ რიგში – „მწვანე პასპორტის“ აღსრულების, პირბადის ტარების და სხვა საკითხების გარშემო. ჯერჯერობით, რამე სერიოზულ შეზღუდვაზე რეკომენდაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენივე რეკომენდაციები არის ტესტირების სისტემის გამკაცრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.