LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისათვის – პედიატრ თამარ ობგაიძის რეკომენდაციები

1117

პედიატრი თამარ ობგაიძე სოციალურ ქსელში ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე წერს. სასარგებლოა თუ არა, ზაფხულში ყველაზე მოთხოვნადი საკვები, სიმინდი და რამდენად უსაფრთხოა ის, როდესაც მას პლაჟზე მივირთმევთ. პედიატრი ყურადღებას ამახვილებს სიმინდის სასარგებლო თვისებებზე. თუ აქამდე გვეგონა, რომ სიმინდი უბრალოდ გემრიელი, მაგრამ ნაკლებად სასარგელო პროდუქტია, თამარ ობგაიძის ვრცელი პოსტიდან საწინააღმდეგოს ვიგებთ.

„ფორტუნა“ პედიატრ თამარ ობგაიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისათვის?

მოდით, ვნახოთ, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ეს პროდუქტი.

📌ვიტამინებით დავიწყოთ – B ჯგუფის ვიტამინების კომპლექი იმ ნივთიერებათა ერთობლიობაა, რაც სიმინდს ბავშვისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტად აქცევს. ნიაცინი შაქრის და ცილების ცვლაში მონაწილეობს, თიამინი და პირიდოქსინი აუცილებელია მისი თავის ტვინის და ნერვების ფუნქციონირებისათვის.
ფოლიუმის მჟავას მარილები სისხლწარმოქნის პროცესში მონაწილეობენ და ანემიის განვითარებისაგან იცავენ.
A ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირების, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აუჯობესებს კანის სტრუქტურას, მხედველობას.
K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს.
სიმინდი იმ მინერალებითაა მდიდარი, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარების, მისი ძვლოვანი, იმუნური, სისხლმბადი სისტემის ფორმირებისათვისაა აუცლებელი, შეიცავს რა დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას და სელენს.
ანტიოქსიდანტები, რომელთაც სიმინდი შეიცავს, უჯრედებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიმისვნური დაავადებების პროფილქტიკისათვის სიმინდი განსაკუთრებით სასარგებლო მარცვლეულია.
დადგენილია სიმინდის გავლენა სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონეზე.
თუ თქვენი პატარა ყაბზობისაკენაა მიდრეკილი სიმინდის მიღება მას ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაეხარება, რადგან იგი დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს შეიცავს. საკვები ბოჭკოები ხელს უწყობენ ნაწლავთა პერისტალტიკის გაძლიერებას, “მეგობარი” ბაქტერიების ნორმალურ ფუნქციონირებას.
საეჭვოა, რომ სიმინდის ქიმიური შემდგენლობა მაიას და აცტეკების ხალხებმა იცოდნენ, თუმცა ამ მარცვლეულის სასარგებლო თვისებებს რომ გადახედავ, ადვილი მისახვედრია, რატომ ერქვა მას სახელად სიცოცხლის გადამრჩენელი.

როდიდან მივცეთ პატარას სიმინდი?

4-6 თვიდან, როცა ბავშვს დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად დამატებითი კვება ენიშნება, სხვა ბურღულის ფაფასთან ერთად სიმინდის ფაფაც უნდა შესთავაზოთ.
არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის პატარას მოხარშული სიმინდის მარცვლები, რათა თავიდან აიცილოთ მისი სასუნქთ გზებში გადაცდენა.
თუ თქვენი პატარა ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა არ ღირს შაქრის მაღალი შემცველობის გამო. გახსოვდეთ, რომ 100 გრ სიმინდი 342 კკალ ენერგიას შეიცვას.

და ბოლოს, სანამ ზღვის სანაპიროზე ნებივრობისას ბავშვისათვის მოხარშული სიმინდის ყიდვას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ ნაწლავური ინფექციები. სიმინდი აუცილებლად უნდა იქნას მომზადებული ჰიგიენის წესების სრული დაცვით, ხოლო მირთმევის წინ პატარას ხელები აუცილებლად უნდა დაბანოთ.

მხიარულ ზაფხულს გისურვებთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები