„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო კახაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მოსახლეობის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, „ღარიბაშვილზე უკეთესად და ოპერატიულად ვერავინ გაუძღვება ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს“.
„ოპონენტები ყოველთვის იქნებიან და სულ რომ ბრილიანტი იყოს, ყოველთვის იტყვიან ნაკლოვანებებზე, ხოლო ხელისუფალი ყოველთვის იტყვის, რომ იმ უბედურებების მიუხედავად, რაც გადავიტანეთ, სისტემა მაინც შევინარჩუნეთ და ჩვენი წილი ვალი მოვიხადეთ. ბევრი ექიმი და ექთანი დაგვეღუპა.
ამათზე უკეთესად და ოპერატიულად ამ პროცესს ვერავინ ვერ გაუძღვება, პლიუს ისეთი პრემიერის ხელში, ვინც მართავს ამ სიტუაციას და საბჭოს. მე მახსოვს ბევრი შეკითხვა – გვაქვს თუ არა ვაქცინები,“სინოვაკი“ ჯერ აღიარებული არ არის და ა.შ. სად არის კოვაქს-პლატფორმიდან ვაქცინები და ა.შ… მოვიდა ეს კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] და ჩვენ იქითა წლის მარაგიც გვაქვს. ამ კაცმა ეს გააკეთა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.