ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს, სადაც აქციის მონაწილეებსა და ე.წ. სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა, „პარლამენტის“ წინ შეკრებილი მომიტინგე ადგილობრივები კვამლის გამშვები სპეციალური საშუალებებით (საკვამლე ხელყუმბარებით) დაშალეს.
ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ პერიოდულად სროლის ხმაც ისმოდა.