ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ ჰელსინკის აეროპორტს თავისი სახელი დაარქვას. ამისათვის საკმარისია, სპეციალურ საიტზე https://myhelsinkiairport.fi შესაბამისი სახელი შეიყვანოთ.
სახელი აეროპორტის ფასადზე, ოფიციალურ ტაბლოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოჩნდება. უფრო ზუსტად კი ის იქ დარჩება მანამ, სანამ ვინმე სხვას არ გაუჩნდება სურვილი, რომ აეროპორტს თავისი სახელი დაარქვას.
ჰელსინკის აეროპორტი გახდა მსოფლიოში პირველი ავიაბაზა, სადაც მსგავსი პროექტი განახორციელეს. ამ გზით აეროპორტის თანამშრომლებს სურთ, რომ მგზავრებს მათი არჩევისთვის მადლობა გადაუხადონ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტში ჰელსინკის აეროპორტი პანდემიის პერიოდში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით საუკეთესოდ დაასახელეს.