23 დეკემბერს „ქართული ხმების“ წევრი ზურა ბაკურაძე იუბილარი იყო. ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს მისი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და კოლეგებმა. შეგახსენებთ, რომ „ქართული ხმების“ წევრი ზაფხულში რაჭაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
მის გასახსენებლად ბესო დევდარიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ზურა ბაკურაძე არაჩვეულებრივად მღერის.
„ეს დაუვიწყარი შესრულებაა. ზურა არასდროს დაგვავიწყდება“, წერენ კომენტარებში.