LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადაგონის ღვინოებმა იტალიაში ოქროს მედლები მოიპოვა

227

კომპანია „ბადაგონოს” ღვინოებმა “საფერავი რეზერვი 2010” და “მუკუზანი” იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე –Mondial des Vins Extrêmes Cervim, ოქროს მედლები მოიპოვა.  

„კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. (International Organisation of Vine and Wine) მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს. Mondial des Vins Extrêmes Cervim სხვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ირჩევს საუკეთესო ღვინოებს მხოლოდ იმ რეგიონებიდან, რომლებიც ღვინის უნიკალურ ისტორიასა და ტრადიციას ფლობენ. შეფასდა 1000-ზე მეტი ღვინო, რომელთა შორისაც ბადაგონის ღვინოებმა ექსპერტთა უმაღლესი შეფასება მიიღო, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ვულოცავთ ქართული ღვინის გულშემატკივრებს!”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები