LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთ კონკურსს სამშენებლო კონტრაქტორის შესარჩევად გამოაცხადებს

124
დავიტა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე „ინტერპელაციის“ წესით მოსმენისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით კიდევ ერთ კონკურსს გამოაცხადებს. კონკურსის მიზანი მილიარდიანი პროექტის საინჟინრო განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამშენებლო კონტრაქტორის შერჩევა იქნება.

„საზღვაო ინფრასტრუქტურის კუთხით შერჩეული გვყავს ბელგიური საინჟინრო კომპანია HAEDES. ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო ტენდერის გამოცხადებას რამდენიმე კვირაში შევძლებთ. უკვე ჩატარდა ინტერვიუები იმ სამ ევროპულ კომპანიასთან, რომლებიც საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ლიდერები არიან. მშენებელ კომპანიას მიმდინარე წლის ბოლომდე შევარჩევთ და სამშენებლო სამუშაოებსაც შევუდგებით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში საკონტროლო, 51%-იანი პაკეტის მფლობელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები