LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნა“ 24 წლის, ხოლო „ავტორადიო“ 14 წლის ხდება!..

3601

31 დეკემბერი რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღეა. ზუსტად 24 წლის წინ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დაფუძნებას სწორედ ამ ჰოლდინგის პირველი რადიოს ეთერში გასვლით ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს ყველაზე მძლავრი რადიოჰოლდინგი ამ წლების განმავლობაში განვითარდა და ქვეყნის მოწინავე მედიასაშუალებად იქცა.

ყოველ 31 დეკემბერს „ფორტუნა“ დიდ მიღებას მართავს, რომელსაც კომპანიის მეგობრები, მომღერლები და თანამშრომლები ესწრებიან. წელს, ეპიდვითარების გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი თარიღი ვიწრო წრეში აღინიშნება, თუმცა, ამ დღეს მხიარულება მაინც არ მოაკლდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რადიოჰოლდინგი ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თათა სადრაძე და ,,ფორტუნასა” და ,,ავტორადიოს” წამყვანები, მარიდეა გელაშვილი და გვანცა გადაბაძე „პოსტივის“ ესტუმრნენ.

„1997 წელს, პირველი სიმღერა რომელიც გაჟღერდა იყო „მრავალჟამიერი“, შემდეგ, გაჟღერდა We are the champions... და დაიბადა რადიო ,,ფორტუნა”, ფლაგმანი ჩვენს ჰოლდინგში. 130 თანამშრომელი ვართ, ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს.“ – თათა სადრაძე.

„უკვე 5 წელია ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ და აღვნიშნავ ამ დღეს, უამრავი ცნობილი შემსრულებელი მოდის და მუდამ საოცარი გარემოა. როდესაც 25 წელი მოწინავე პოზიციაზე ხარ, ეს ბევრს ნიშნავს და ბევრ რამეზე მიუთითებს“ – მარიდეა გელაშვილი.

„მე-9 წელია, რაც ავტორადიოს წამყვანი ვარ, ერთად გავიზარდეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს არცერთი დღე არ გავჩერებულვართ“ – გვანცა გადაბაძე.

magti 5g