ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგის ავტორიზებული ცენტრების დახურვის ბრძანება წელს მეორედ გასცა. მიზანი ქვეყნის ელექტროსადგურებზე ზეწოლის შემსუბუქებაა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აკრძალვა 6 მარტამდე იქნება ძალაში. გამოცემის ცნობითვე, ირანის ხელისუფლება ასევე ებრძვის არალეგალურ კრიპტო მაინინგს, რომელსაც ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე უფრო ფართომასშტაბიანი სამრეწველო ერთეულები. ქვეყანაში არალიცენზირებულ ოპერატორებს კრიპტო მაინინგის უდიდესი წილი უკავიათ. ისინი 600 მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
შეგახსენებთ, ირანმა ელექტროსადგურებზე გაზრდილი ზეწოლის გამო კრიპტო მაინინგი წლის დასაწყისშიც აკრძალა.