LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

40
a9829bb43020b0f08d8ea7d24690f8f4

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -25.6 მლრდ აშშ დოლარი (-79.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -145.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 319.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.1 მლრდ აშშ დოლარია (34.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 150.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 36.7 მლრდ აშშ დოლარი (114.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 470.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g