LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური კრიზისი, სააკაშვილი ციხეში, გაძვირებული ცხოვრება და გაზრდილი ემიგრაცია – რითი ვხვდებით 2022 წელს

153
კრისიზი

ყოველი წლის ბოლოს, რომელი წელიც არ უნდა იყოს, როცა დაჯდები, გადახედავ შენს ცხოვრებას, პირადს თუ ქვეყნისას, 10 წუთიც არ გჭირდება იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენები გონებამ თანმიმდევრობით დაალაგოს და დაახარისხოს. პირველი კითხვა, რაც ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ პოლიტოლოგებს დავუსვი – იყო, რა მოხდა კარგი. ჩემს გონებაში ამ კითხვაზე პასუხმა დააგვიანა, ექსპერტებმა კი ბოლო დროინდელი მოვლენა – პრეზიდენტის ინიციატივა და ეროვნული თანხმობის იდეის გარშემო შეკრება დაასახელეს. აი, მძიმე და წლის ყველაზე მთავარი ფაქტების გახსენება კი რატომღაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას და არჩევნებს უკავშირდება. ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ 5 ივლისის მოვლენები. მოდი, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

 

 

რა მოხდა 2021 წელს ქვეყანაში და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება 

 

თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და მისი დაპატიმრება, ფასების რეკორდული ზრდა ყველაფერზე, “ქართული ოცნების” მესამე ვადით დარჩენა ხელისუფლებაში, ეროვნული თანხმობის იდეა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, საგარეო ფლანგზე სიტუაციის გართულება – ეს ის საკითხებია, რაც ექსპერტებმა 2021 წლის შეჯამებისას გაიხსენა.

 

 

 

თვითმმართველობის არჩევნები და ოცნება მესამე ვადით

 

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გვეუბნება, რომ ქართული პოლიტიკისთვის ერთგვარი “საკრალური” ზღვარი “ქართულმა ოცნებამ” გადალახა და ხელისუფლებაში მესამე ვადით მოგვევლინა. მისი თქმით, პარტიამ თავის ამომრჩეველში შექმნა განცდა, რომ არც 2024-ში, არც 2028-ში მისი შემჩერებელი არავინაა.

“დღეს ის თავისი ამომრჩევლისთვის თეთრ ცხენზე ზის და მისი ჩამომგდები ციხეშია. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ აღქმაში ოპოზიციური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ეთანხმება. ოპოზიციის მთავარი შეცდომა ისაა, რომ “ოცნება” იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა. რაც შეეხება ზოგადად არჩევნებს, წალენჯიხის პრეცედენტს გამოვყოფ, სადაც ერთადერთი ოპოზიციური მერია და ის მართლაც რევოლუციური რეფორმების გატარებას იწყებს”, – ამბობს ლაგაზიძე.

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და დაპატიმრება

 

სააკაშვილის ფაქტორზე საუბარს პოლიტოლოგი ასე იწყებს: “ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, ნათქვამია”.

“მიშამ ისტორია უკვე მეორედ დაწერა. ამჯერად ჩამოსვლით, ჩაჯდომით, კათარზისით. “ოცნება” დღემდე მისთვის წარმატებულ ტაქტიკას მიმართავს: დროის გაყვანის, პრობლემის მინელების ტაქტიკას, რომლის მეშვეობითაც “ოცნებას” ყველა პროტესტი მილევად რეჟიმში გადაჰყავს,

ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის და გული სწყდება, რომ ხვალ სავარაუდოდ, ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას - ეკა ხერხეულიძე

„მიხეილ სააკაშვილის აქვს წნევა, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის“. - ხერხეულიძე

ანეიტრალებს და ყოველ ჯერზე პოლიტიკურ სპექტრშიც და მათ ამომრჩეველშიც გამოუვალობის განცდას და უიმედობას ამძაფრებს. სააკაშვილის პატიმრობის ყოველდღიურ რუტინად ქცევა – ეს ტაქტიკა “ოცნებას” სწორედაც რომ აწყობს”.

 

 

ეროვნული თანხმობის იდეა

 

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ან დროის გაყვანა და პოლიტიკური კრიზისის მინელება, ან “ოცნების” პიარის ნაწილი, რომელიც დასავლელი პარტნიორებისთვისაა.

ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, აქ უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი - იმ ვალდებულებაზე, რომ შევთანხმდეთ, ერთმანეთის განადგურება არ გვინდა: პაატა მანჯგალაძე

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროული და საინტერესოა, მაგრამ მხოლოდ განცხადებად არ უნდა დარჩეს და მას კონკრეტული შინაარსის მიცემა უნდა. მანჯგალაძის თქმით, ის მზადაა პირადად ჩაერთოს ასეთ პროცესში.

“ეროვნული თანხმობის არსი რა უნდა იყოს – ჩვენ დიდი ხანია, სამოქალაქო ომის პირობებში ვცხოვრობთ. ოღონდ საბედნიეროდ, ეს ომი სოციალური ქსელების ჩარჩოებში მიდის, თორემ რეალურად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე 1992-ის. თუ ჩვენ ეს დაპირისპირება არ შევაჩერეთ, სახელმწიფოს პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ უნდა მივიდეთ ნიშნულამდე, რა გვაერთიანებს და რა გვყოფს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის იდეა”.

 

 

5 ივლისის მოვლენები

 

ამ თემაზე აზრი ჩვენ პოლიტოლოგ გია ნოდიას ვკითხეთ, რომელიც 5 ივლისის მძიმე მოვლენებს როგორც ერთ კონკრეტულ ფაქტს – ასე არ უყურებს. ის იხსენებს, “ალტ-ინფოს” პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას, დამფუძნებლების განცხადებებს რუსეთთან დიალოგზე და ამ ყველაფერს სწორედ ამ ჭრილში განიხილავს.

“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები რასაც ამბობენ, ნიშნავს, რომ – თავად უნდა ვეახლოთ კრემლს, შევეხვეწოთ და მერე იქნებ კარგი თვალით შემოგვხედონ. ბენეფიტები რაც არის – შევარდნაძის დროს ბევრჯერ ვნახეთ, თუ როგორ არ ასრულებდა მოსკოვი შეთანხმებებს – მაგ. რომ მოამზადებდნენ ჩვენს სამხედროებს, რომ დაგვიბრუნებდნენ წართმეულ ტერიტორიებს, რომ ეკონომიკურად დაგვეხმარებოდნენ და ა. შ.”.

ნოდია ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მომგებიანია „ითამაშოს კონსერვატიზმის იდეით“, რადგან ასე უფრო იოლად ახერხებს ანტილიბერალური ჯგუფების აყოლიებას, მათ შორის – გეოპოლიტიკური კუთხითაც.

 

 

 

გეოპოლიტიკური გამოწვევები

 

გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისევ ხათუნა ლაგაზიძეს ვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ ახლა სამეზობლოში რუსეთ-უკრაინის თემაა მთავარი – დაიწყებს თუ არა რუსეთი ფართომასშტაბიან ომს მეგობარ უკრაინასთან. ექსპერტი პუტინის ულტიმატუმსაც იხსენებს.

“რას ითვალისწინებს ულტიმატუმი” ნატოს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების შეწყვეტას. პუტინის ულტიმატუმი დღევანდელი დასავლეთის და ამერიკის დიაგნოზია. სწორედ დასავლეთის სისუსტე და მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში მისი უხერხემლო პოზიციონირება აძლევს პუტინს ასე “მიწოლის” საშუალებას”. 

ჩვენთან საუბარში ექსპერტებს არ ავიწყდებათ ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, რასაც სახელწმიფო ინსტიტუტების ნგრევას უწოდებენ.

ყველაზე მთავარი კი ბოლოს, მაინც გამოსავალზე საუბარია ხოლმე. როგორც ლაგაზიძემ გვითხრა, პირველ რიგში საერთო საფრთხეებზე, გამოსავლის გზებსა და ალტერნტივებზე უნდა შევჯერდეთ. მისი თქმით, ორი გზა რჩება – ან უნდა წახვიდე ქვეყნიდან, ან უნდა იმოძრაო და მცირე შესაძლებლობაც კი გამოუყენო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g