LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე: ჭეშმარიტად ბოლო აკორდი შეიძლება გახდეს ქართული პოლიტიკური „ნოუ-ჰაუ“, როცა ოპოზიციისვე ხელით დაეძგერებიან და გაძიძგნიან ოპოზიციურსავე მედიას

44
news_21206_1

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავს და სოციალურ ქსელში უახლოესი პერიოდისთვის მიღებულ სავარაუდო სცენარს ასახავს.

“უმძიმესი სანახავია ურთიერთგანადგურების რეჟიმში გადასული ოპოზიცია.

თუ ასე გაგრძელდა, ვგონებ, უკრაინის გამარჯვების დროისთვის, აქ „ქართული ოცნების“ გარდა ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმი აღარ შემორჩება. უფრო მეტიც, რასაც ვუყურებ, ჭეშმარიტად ბოლო აკორდი შეიძლება გახდეს ქართული პოლიტიკური „ნოუ-ჰაუ“: როცა ოპოზიციისვე ხელით დაეძგერებიან და გაძიძგნიან ოპოზიციურსავე მედიას.

მოკლედ, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი კმაყოფილი საკუთარი გადაწყვეტილებით: აღარ ვაანალიზო საქართველოს შიდა პოლიტიკური „კორიდა“ თუ „ბრძოლა წესების გარეშე“.

საგარეო პოლიტიკა-უსაფრთხოებაშიც არანაკლები ვნებები ბობოქრობს, მაგრამ იქ შეგიძლია მეტად ცივი გონებით შეხედო პროცესებს და საანალიზოდ მეტი სივრცე დაგრჩეს, ვიდრე შიდა პოლიტიკურ ბრძოლის ველზე დატრიალებულ „ბატალურ“ თუ ფატალურ სცენას: „კაცი-კაცსა შემოსტყორცნა, ცხენ-კაცისა იდგა გორიო“, – წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები