მომღერალმა ზურა ხაჩიძემ და მისმა მეუღლემ ახალი წელი მეგობრულ გარემოცვაში გაატარეს.
წყვილმა ქუჩის ბიჭებთან ერთად ანასტასია ხაჩიძისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა.
“დე, გილოცავ, დედიკო, გილოცავ”,- მიმართა ხათუნა ჟორდანიამ ანასტასია ხაჩიძეს.
ხათუნა ჟორდანიამ ცოტა ხნის წინ ვერაგ დაავადებასთან სამწლიანი ბრძოლა წარმატებით მოიგო. მას გვერდში ძალიან მყარად ედგა მისი ოჯახი.