LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ყველაზე განათლებული ქვეყანა გახდეს

154
jonathan-borba-z1oyw2snqn8-unsplash

ფინეთი გეგმავს, რომ განათლების დონით 2030 წლისთვის მსოფლიოში ლიდერი გახდეს. ამისათვის ქვეყანაში სპეციალური სააგენტოებიც კი შეიქმნება.

საკონსულტაციო ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიბლიოთეკების დახმარებით, სააგენტო მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს კითხვასა და წერას შეასწავლის.

გარდა ამისა, ადგილობრივებს გრაფიკული მონაცემების ანალიზსაც ასწავლიან და კრიტიკული აზროვნების უნარებსაც დახვეწენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ფინეთი განათლებულ ქვეყანათა მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს. ამ რეიტინგს იუნესკო ყოველწლიურად აახლებს და წლევანდელი ლიდერი ვატიკანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები