LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი წიკლაური: „ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამიკვირდა მამას საფლავზე მომხდარი ამბავი…“

31146
ketiwiklauri

ქეთი წიკლაური მამის, ცნობილი მომღერლის, თემურ წიკლაურის საფლავზე განთავსებული ძეგლის დაზიანების შესახებ წერს:

„ჩემო ძვირფასებო!

მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა მამას სასაფლაოს ძეგლთან დაკავშირებით.

ვინაიდან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს და ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის.

ეს ამბავი აღმოვაჩინეთ ჩვენ – მე, ჩემმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე ერთი კვირის წინ.

ძეგლის ნაწილი – დედამიწის ფორმის დეტალი, ჩემთან არის, წამოვიღეთ.

რადგან ზამთარში დიდი ყინვებია კოჯორში და დედამიწა ვერ დამაგრდება კარგად, ამიტომ გაზაფხულამდე ასე იქნება მამას ძეგლი.

არავის არ წაუღია და არ მოუპარავს ეს დეტალი, იქვე დატოვეს, რომ მოგლიჯეს.

რატომ მოგლიჯეს, ეს სულ სხვა საკითხია.

ზოგს ჰგონია, რომ გაჭირვებამ აიძულა ვიღაცა და რომ დაინახეს, რომ არაა ფერადი მეტალი, – ლითონი, ბრინჯაო, – აღარ წაიღეს.

არ ვიცი, შესაძლოა, დაპუტულ-დაგლეჯილი გვირგვინიც (,,ვენოკი”) ასეთი გაჭირვების ნიშანია, რა გითხრათ…

თავს შევიკავებ და აღარ ვიტყვი არაფერს.

სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ამ სურათების გამოქვეყნებას, რომლებიც ახლა საიტებზე დევს ინტერნეტში.

უბრალოდ, გადაუგზავნე მეგობარს, როდესაც ეს ამბავი მოვუყევი.

მან მთხოვა ნება, რომ დაედოთ ფბ-ზე და დავთანხმდი – მეც ვიფიქრე, რომ მართებული იქნებოდა, ხალხმა იცოდეს მომხდარის შესახებ.

გუშინ მთელი დღე გავატარეთ პოლიციაში მე და ჩემმა შვილმა.

როდესაც გასაჯაროვდა ძეგლის დაზიანების ამბავი, პროკურატურამ თავისი ინიციატივით აღძრა საქმე.

ასე რომ, გთხოვთ ნუღარ გაამძაფრებთ ვერსიებს და ნუ წყევლით იმათ, ვინც არც ვიცით, ვინ არიან.

უბრალოდ, იმედია, ასეთი ვანდალიზმის შემთხვევები აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში – მე ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამიკვირდა მამას საფლავზე მომხდარი ამბავი. უბრალოდ გამიხარდა, რომ ძეგლის ნაწილი არ გააფუჭეს ბოლომდე და არ წაიღეს…

კარგი იდეა მომცა ახლობელმა, ვინც პირველი პოსტი დადო ამის შესახებ – გააკეთე ნიშნული, სადაც ეწერება, რომ ეს ძეგლი არ არის ბრინჯაოსგან დამზადებული! :))

დიახ, ძეგლის მასალაა: პოლიურეთანი,

შეღებილია აკრილის საღებავით.

გმადლობთ ყურადღებისთვის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g