LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში მოგზაურობა მარტივდება: სავალდებულო თვითიზოლაცია უქმდება

259
270750297-925216091694028-1729645102958248767-n

დიდი ბრიტანეთში მოგზაურობა გამარტივდა: დღეიდან, აღნიშნულ ქვეყანაში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები მსუბუქდება. ინფორმაციას “ავიანიუსი” ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად:

7 იანვრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) სრულად ვაქცინირებული და 18 წლამდე ასაკის პირების შემთხვევაში, უქმდება ინგლისში გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე სავალდებულო PCR ტესტის გაკეთება;

ასევე, უქმდება ინგლისში ჩასვლის შემდეგ (არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე), ტესტის გაკეთებიდან უარყოფითი პასუხის მიღებამდე სავალდებულო თვითიზოლაცია;

9 იანვრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) ინგლისში ჩასვლის შემდეგ, არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, სრულად ვაქცინირებულ და 18 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ PCR ტესტის ნაცვლად, სწრაფი ტესტის (Lateral Flow test) გაკეთება.

ამომწურავად წესები, დიდი ბრიტანეთში შესვლასთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები