LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალში დღეს ე.წ კანონიერი ქურდის „ჩირო გალსკის“ დაკრძალვა იგეგმება – ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გავლით უნდა გადაასვენონ

1340
ჩირო გალსკი

დღეს ოკუპირებულ გალში ე.წ კანონიერი ქურდის ჩირო შონიას, იგივე „ჩირო გალსკის“ დაკრძალვა იგეგმება, რომელიც ახალ წელს 56 წლის ასაკში საბერძნეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.

საოკუპაციო რეჟიმის მედიაში მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა გადაასვენონ და ამასთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებზე, მდინარე ენგურზე ე.წ გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებები იმართება.

ჩირო შონია 1965 წლის 25 მაისს გალში დაიბადა. ის ათჯერ იყო ნასამართლევი ხულიგნობის, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და ქურდობისთვის. ე.წ კანონიერი ქურდის სტატუსი 1992 წლის მარტში მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g