LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: რა მიზნით უნდა მოვინახულო მესამე პრეზიდენტი?! რომ მივულოცო შობის დღესასწაული

277
Untitled design (39)

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მივიდა.

როგორც მან საპატიმროში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მისი მიზანი შობის დღესასწაულის მილოცვაა და ამ მისიით ის უკვე იმყოფებოდა ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაშიც:

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ყოფილი პრეზიდენტის მონახულება, მეუფე პასუხობს:

“რა მიზნით უნდა მოვინახულო?! რომ მივულოცო შობის დღესასწაული“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დასძინა:

„მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა, რომ მივულოცო შობის დღესასწაული,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზმა  გასულ წელსაც მოინახულა ყოფილი პრეზიდენტი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g