LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყაზახეთში 150 ჯარისკაცი ჩაიყვანა

122
800x400

რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყირგიზეთიდან ყაზახეთში 150 სამხედრო მოსამსახურე ჩაიყვანა.

სააგენტო ტასის ცნობით, რუსეთის სამხედროები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის უდიდეს ნაწილს შეადგენენ.

ყაზახეთში სამი ათასამდე რუსეთის სამხედრო გაიგზავნა. კონტინგენტში შედიან ასევე სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსიდან, სომხეთიდან და ტაჯიკეთიდან. ტაჯიკეთის სამხედროებიც რუსეთის თვითმფრინავებით ჩაიყვანეს ყაზახეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g