მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აღშფოთებული ინსტაგრამ მომხმარებლები ალექსანდრა პაიჭაძისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდნენ.
„საჭესთან ბავშვის კვება მართლაც რომ რისკია მისი სიცოცხლისთვის”, „ღვედიც უკეთია ბავშვს!”, „ჯობია, ხელოვნურად კვებოს, ბევრად უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის”, „ამ საქციელისთვის ,,პრავა” უნდა დაახიო თავზე…”, „ჩამოართვით მართვის მოწმობა”, – წერდნენ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით მათ ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელშივე უპასუხა:
„დედებო, ძლიერებო, ქალებო, სიყვარულებო, რა რისკებზე წასულხართ, პატარას სიმშვიდისთვის?? ??♀️?
late edit: აქ მანქანა დგას, არ მიდის. ვაჭმევ და გადავცემ უსაფრთხოდ მამას, ხომ შეიძლება ხალჰო“? ?? – დაწერა ინსტაგრამზე.
„დილა მშვიდობისა, ამაზეც მინდა კომენტარი, შვილს რომ აუზში ჩაუშვებ, უქუდოდ, გაგანია ზამთარში, რა დედა ხარ…
წინა პოსტზე ხომ ჰგონიათ, რომ 200-ით მივფრინავ, თან ვაჭმევ, თან საფენს ვუცვლი, თან ჰეავყ მეტალ ვასმენინებ ვიკიკის და დრონი გვიღებს.
სპორტი გადაგვარჩენს და ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა სპორტის დახმარებით”, – დაწერა პაიჭაძემ ფეისბუქზე.