LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი დედოფალი – ქეით მიდლტონმა ახალი ფოტო დედოფალ ელისაბეთსა და დედა დედოფალს, მარგარეტს მიუძღვნა

613
midlton

ცოტა ხნის წინ, კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე ქეით მიდლტონის ახალი პორტრეტი განთავსდა, რომელიც ჰერცოგინიას 40 წლის იუბილეს დაემთხვა. ფოტოებზე ქეითი სამი ეპოქის დედოფალს განასახიერებს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პირველმა ფოტომ, რომლის ავტორი იტალიელი ფოტოგრაფი, პაოლო როვერსია.

„ალექსანდრე მაკქუინის“ კაბები და პრინცესა დაიანას საყურე – ქეით მიდლტონმა 40 წლის იუბილე საოცარი ფოტოსესიით აღნიშნა

ფოტოზე მიდლტონი რეტრო სტილის კაბაშია გამოწყობილი. სწორედ ისეთ კაბაში, როგორიც ერთ დროს დედა დედოფალს, მარგარეტს ეცვა. დედოფალ მარგარეტის ოფიციალური ფოტო, რომელიც ქეითის პორტრეტის ანალოგია, 1939 წლით თარიღდება და ქეითის ეს ჟესტიც მის საპატივცემულო ნაბიჯად იქნა აღქმული. ამავე ფოტოს აიგივებენ დედოფალ ელისაბეთის 1945 წლის პორტრეტთან, სადაც ასეთივე სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი ელისაბეთია გადაღებული.

დედოფალ ელისაბეთის განკარგულებით, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კარტოფილისა და ბრინჯის ჭამა აკრძალული აქვთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g