LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ელისაბეთის განკარგულებით, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კარტოფილისა და ბრინჯის ჭამა აკრძალული აქვთ

10019
elzzbthnewws

მიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლეში ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულები მუშაობენ, არის პროდუქტების სია, რომელთა გამოყენება ოჯახის წესების მიხედვით აკრძალულია. სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარი, დარეკ მაკრედი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც მენიუდან დედოფალ ელისაბეთის მკაცრი მოთხოვნით არის ამოღებული. ძირითადად ეს არის ნახშირწყლები, მაგალითად სამეფო ოჯახში საერთოდ არ ჭამენ კარტოფილს, ბრინჯსა და სხვა პროდუქტებს.

როგორც ირკვევა, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს პრაქტიკულად აკრძალული აქვთ კარტოფილისა და ბრინჯის მირთმევა, რადგან დედოფალი მიიჩნევს, რომ ისინი ძალზედ უსარგებლოა. ასევე აკრძალულია ტომატ-პასტაც, რადგან მიიჩნევა, რომ ის სასარგებლო პროდუქტების სიაში არ შედის. როგორც შეფ-მზარეული ამბობს, არის გამონაკლისი, როდესაც მსგავს პროდუქტებს სამეფო ოჯახი ბავშვების დაბადების დღეებზე ამზადებს.

„ალექსანდრე მაკქუინის“ კაბები და პრინცესა დაიანას საყურე – ქეით მიდლტონმა 40 წლის იუბილე საოცარი ფოტოსესიით აღნიშნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g