LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმრის პორტრეტი და ნიშნობის დროინდელი საფირონის სამკაული – დედოფლის წლევანდელი  საშობაო ფოტო გულისამაჩუყებელია

591
YPOXZT6YZNC5FOPAFBQEVCB7UA

95 წლის დედოფალ ელისაბედის ყოველწლიური საშობაო მიმართვა ეთერში დღეს გვიან ღამით გავა. მანამდე კი ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრი გადაცემის ჩაწერიდან. წითელ კაბაში გამოწყობილი მონარქი, თავის სამუშაო ოთახში ზის და მაგიდაზე ჩანს მისი და პრინცი ფიპილის პორტრეტი.

საინტერესოა, რომ სხვა მიმართვების დროს მას მაგიდაზე ოჯახის ყველა წევრის სურათი ედო, ამჯერად კი გადაწყვეტილება შეცვალა და მხოლოდ პრინცი ფილიპის ფოტოს ფონზე გამოჩნდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, დედოფალს ულამაზესი საფირონის ბროში უკეთია, რომელიც პირველად მასზე ნიშნობის დღეს ვნახეთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ჟესტითაც დედოფალმა გარდაცვლილ მეუღლეს მიაგო პატივი. დედოფლის ახალი მიმართვა უინძორის სასახლეში ჩაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები