LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1000 არტისტი, 500 მუსიკოსი და 1200 ოფიცერი – ბრიტანეთი დედოფალ ელისაბეთის კორონაციის იუბილესთვის ემზადება

262
maxresdefault

წელს, 6 თებერვალს, ზუსტად 70 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც დედოფალი ელისაბეთი ტახტზე ავიდა. ბევრი მიიჩნევდა, რომ პანდემიის გამო, გრანდიოზული აღლუმი არ შედგებოდა, თუმცა სამეფო ოჯახმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურმა უკვე გამოაქვეყნა პროგრამა, როგორი იქნება კორონაციის 70 წლის იუბილე.

95 წლის დედოფალი ელისაბეთი „რენჯ როვერს“ მართავს –  მონარქი ფანტასტიკურ ფორმაშია

დედოფალ ელისაბეთის განკარგულებით, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კარტოფილისა და ბრინჯის ჭამა აკრძალული აქვთ

ირკვევა, რომ საზეიმო აღლუმი 12-დან 15 მაისამდე პერიოდში გაიმართება, ის 90 წუთს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს 1000 არტისტი, 500 მუსიკოსი და 1200-მდე ოფიცერი, მათ შორის, სამხედრო ორკესტრი.

2 ივნისს კი ღონისძიებების ციკლს დაასრულებს ეგრეთ წოდებული „თრიფინ ქოლორის“ ტრადიცია, როდესაც დედოფალი ოჯახის წევრებთან ერთად აივნიდან მიადევნებს თვალს ულამაზეს სანახაობას ბრიტანეთის ცაზე. 3 და 4 ივნისს სამეფო ოჯახის წევრები დედოფლის საპატივცემულო გამართულ წირვას დაესწრებიან და დიდ მიღებას გამართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები