ინტერნეტში 95 წლის დედოფალ ელისაბეთის ახალი ფოტოები ვრცელდება. დედოფალმა ოჯახის წევრებთან ერთად რამდენიმე ფერმა მოინახულა და სამგზავროდ კუთვნილი „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილი აირჩია. საინტერესოა, რომ მონარქი თავად მართავს ავტომობილს და ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანს.
დედოფალმა სამოსიც შესაბამისი შეარჩია, ის თეთრ ბლუზსა და ჟილეტში იყო გამოწყობილი.
ზოგადად, ელისაბეთი მანქანას წლებია მართავს, თუმცა საჭესთან მისი ხილვა მაინც დიდი იშვიათობაა.