LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს – რას აცხადებენ ჯანმოში

6843
thumbs-b-c-1a6c5d7af2ac5ecfe138d401e320dd8a

ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას აპირებს და მოუწოდებს ევროკავშირს, რომ კორონავირუსს „ჩვეულებრივი გრიპივით“ მიუდგეს. სტრატეგია გულისხმობს უარის თქმას „კოვიდ-19“-ის გავრცელების დეტალურ აღრიცხვაზე. ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

ესპანეთის მთავრობა ამ სტრატეგიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მიიჩნევს, რომ ესპანეთის მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაზე დისკუსიის დაწყება აუცილებელია, რადგან მეცნიერების დახმარებით, უკვე არსებობს საშუალებები, რომლითაც ინფექციის გავრცელების შეჩერება არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციას, როგორც ჯანმოში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს,  „კოვიდ-19“-ის გრიპის მსგავს დაავადებად გამოცხადებისთვის აუცილებელია, რომ მისი გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g