ექსპერტი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთო წერეთელს ფიზიკურ თავისუფლებას ულოცავს, თუმცა იქვე აღნიშნავს, „როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ“.
„პირველ რიგში ვულოცავ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს ფიზიკურ თავისუფლებას.
ამასთანავე ავღნიშნავ, რომ გადაწყვეტილება არის აბსურდული, რადგან განაჩენი დადგა დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებაც არ იყო წარდგენილი.
უფრო მეტიც, პროკურატურასაც არ ჰქონდა ამ კუთხით ძიების უფლება.
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ…
თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა.“ – დაწერა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში.
ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა
ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე
ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე