სომხეთში უცნობმა პირმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დარეკა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის აფეთქებით დაიმუქრა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს, 11:21 საათზე, უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ მზად არის ჯანდაცვის სამინისტროს შენობა ააფეთქოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები გავიდნენ. მიმდინარეობს სამთავრობო შენობის მე-3 კორპუსის ევაკუაცია, რომელშიც დაახლოებით 2 000 ადამიანია.