შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ერთი პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
„გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.