საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, ნ.გ-ს, გ.ფ-სა და ჯ.კ-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, 61,767 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 592.41 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.